განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა

2019.06.03 21:38:49
განახლებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა

2017 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ  წარადგინა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი, დღეს კი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას თბილისის მერთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილც ესწრება. 

 

პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“-კახა კალაძე.