ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

2019.06.03 20:45:36
ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა.

 

შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მამაკაცი მშენებლობაზე დამხმარედ მუშაობდა.

 

ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.