კოჯორში ინოვაციური რესტორანი Dinner in the Sky გაიხსნა

2019.05.16 14:35:49
კოჯორში ინოვაციური რესტორანი Dinner in the Sky გაიხსნა

კოჯორში ინოვაციური რესტორანი Dinner in the Sky გაიხსნა. 

 

კვების ობიექტი „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული და ის, ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky-ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს. 

 

რესტორნის გახსნას ბევრი უცხოელი და არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა. მათ შორის, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და ბიზნესმენი თორნიკე ქებურია და მისი მეუღლე, მოდელი, ქეთა ჟღენტი.

 

“რესტორანი, რომ ირწევა ცაში ჩანს ულამაზესი ხედი, გგონია რომ ზღაპარში ხარ - ასე აღწერს ''პრაიმტაიმთან'' საუბრისას ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ცაში ვახშმის შემდეგ ემოცეიებს.

 

„ძალიან ბევრი ხალხი იყო, სიმართლე გითხრათ არ დავკვირვებივარ კონკრეტულად ვინები იყვნენ. სულ ახალგაზრდები იყვნენ. მემგონი ერთი მე ვიყავი ბებერი. გარემოა სასწაული, ძალიან ლამაზი და ეს რესტორანი, რომ ირწევა ცაში ჩანს ულამაზესი ხედი, გგონია რომ ზღაპარში ხარ. საოცარი და საინტერესო შეგრძნება“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.

 

წყარო: primetime