„აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას“- რას წერს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიაზე

2019.05.16 11:54:54
 „აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას“- რას წერს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ოთო ნემსაძეს „ლუზერი ქაჯი“ უწოდა. დაპირისპირება მათ შორის მაშინ დაიწყო, რაც მომღერალი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა.

გვარამია სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაყურებლის წინაშე სრულიად პროვინციული, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით.

 

პოსტი უყურადღებოდ ოთო ნემსაძესაც არ დარჩენია. „აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას“ - დაწერა მან.