თბილისის ქუჩებს ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭებათ

2019.05.15 12:42:57
თბილისის ქუჩებს ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭებათ

თბილისის სხვადასხვა უბნებში ქუჩებს ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭება.

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დღეს მიღებას გამართავს, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

უკვე ცნობილია, რომ თბილისის ქუჩებს მიენიჭება მსახიობების: ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილისა და იაკობ ტრიპოლსკის  სახელები.  

 

სტუმრებს საშუალება ექნებათ საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამოფენილი  კინოპერსონაჟების კოსტიუმებიც დაათვალიერონ.