აფხაზეთში შესაძლოა რუს გიდებს მუშაობა აუკრძალონ

2019.05.15 11:40:15
აფხაზეთში შესაძლოა რუს გიდებს მუშაობა აუკრძალონ

აფხაზების უმრავლესობას მოახლოებული ტურისტული სეზონი უფრო აინტერესებს, ვიდრე მოახლოებული საპარლამენტო  არჩევნები, რადგანაც ტურიზმს მათთვის გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უსარგებლო დეპუტატების ვინაობის დადგენას.

 

 

 

ადგილობრივების განწყობებზე დადებითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თურქეთმა 15%-ით გაზარდა დასვენების ღირებულება. შესაბამისად, აფხაზემბა ჩათვალეს, რომ ეს მათ მეტი რუსი ტურისტის მოზიდვის საშუალებას მისცემს.

 

 

 

ყველაფერი ე.წ. აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილის ასტამურ ბარციცის განცხადების შემდეგ შეიცვალა. მისი თქმით, აფხაზეთში იმ გიდების მუშაობა აიკრძალება, რომლებიც არ გაივლიან სპეციალურ ატესტაციას  და სამინისტროში არ მიიღებენ შესაბამის ნებართვას.

 

 

 

„აფხაზეთის ტურისტული ბაზარი ძალიან საინტერესოა რუსებისთვის. ხშირად იქაური ტუროპერატორები აკომპლექტებენ  ჯგუფებს და ისინი არ იცნობენ აფხაზეთის კანონმდებლობას. ჩვენ გვყავს 700 სერტიფიცირებული გიდი და იმის გამო, რომ   ბევრი გიდი რუსეთიდან ჩამოდის, მათი დიდი ნაწილისთვის სამუშაო არ რჩება. გამოდის, რომ აფხაზეთი კარგავს როგორც სამუშაო ადგილებს, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებს. თანაც, არ ვიცით, რას უყვებიან ისინი ტურისტებს ჩვენზე, “ - განაცხადა ასტამურ ბარციცმა.

 

 

 

აფხაზური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ადასტურებენ „რუსულ ექსპანსიას“ გიდების სამყაროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს აფხაზეთში ჩამოსული მილიონი რუსი ტურისტიდან ნახევარი - ჩამოდის ერთი დღით. ამ ტიპის ვიზიტებში ერთადერთი მოგებული მხარე შესაძლებელია იყოს მხოლოდ გიდი.

 

 

 

 

თუმცა, ხშირად ასეთი ჯგუფები ჩამოდიან სოჭიდან თავიანთი გიდებით - რაც ბუნებრივად იწვევს ადგილობრივების თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას.

 

 

 

ამ ინიციატივამ გამოიწვია ცხარე დებატები სოციალური ქსელებში.

 

 

 

„გიდებმა უნდა ჩააბარონ სპეციალური გამოცდა, უნდა იცოდნენ აფხაზეთის ისტორია და ჩაატარონ ექსკურსიები ქვეყნისადმი სიყვარულით. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩამოსულ გიდებს და კაცმა არ იცის რას ლაპარაკობენ. თანაც ისინი ართმევენ სამუშაოს ადგილობრივებს. სად გინახავთ, მაგალითად, თურქეთში, რომ რუს ტურისტებს ემსახურებოდნენ რუსი გიდები? ასე არ ხდება არსად, რატომ უნდა იყოს გამონაკლისი აფხაზეთი? ვინ იცის ჩვენი ქვეყანა ჩვენზე კარგად? თანაც სოჭში ჩვენი კონკურენტები არიან. რაც უფრო ნაკლებნი ტურისტი ჩამოვა აფხაზეთში - მით უკეთესი მათთვის,“ - ამბობენ სამინისტროს ინიციატივის მომხრეები.

 

 

 

ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ თავად შეესწრო შემთხვევას, როდესაც რუსი გიდი უყვებოდა ტურისტებს, რომ „აფხაზები ჩამოვიდნენ მთებიდან და გააგდეს მკვიდრი ქართული მოსახლეობა.

 

 

 

თუმცა, არიან ამ იდეის მოწინააღმდეგეებიც.

 

 

 

„საერთოდ რაზეა კამათი? როგორც შეიძლება დარეგულირება, რომელი გიდი ეყოლება ტურისტულ ჯგუფს? გიდის მომსახურეობის ერთ-ერთი სახეობაა, როგორც ნაყინის ყიდვა - მინდა ვიყიდი, მინდა - არა. რა დროს გიდების რეგულირებაა?“ - თვლიან ტურიზმის სამინისტროს ინიციატივის მოწინააღმდეგეები.

 

 

 

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, აფხაზეთში არსებულ საკურორტო პრობლემებს ემატება კიდევ ერთი - ბრძოლა რუს და აფხაზ გიდებს შორის.

 

 

წყარო: commersant