დღეს ქუთაისში გვირილობას აღნიშნავენ

2019.05.02 13:13:51
დღეს ქუთაისში გვირილობას აღნიშნავენ

დღეს, სახალხო დღესასწაულს, გვირილობას, აღნიშნავენ ქუთაისში. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი, კულტურული, გასართობი და სპორტული. ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა - გაყიდვა, ჯომარდობა მდინარე რიონზე.

 

ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ. 

 

საღამოს ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.