ეროვნულ ბიბლიოთეკას ანთიმოზ ივერიელის სახარება შეემატა

2019.04.19 12:08:18
ეროვნულ ბიბლიოთეკას ანთიმოზ ივერიელის სახარება შეემატა

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა.

 

"ეს უდიდესი ამბავია! საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნი დაიდებს ბინას - სნაგოვში რუმინულ ენაზე 1697 წელს გამოცემული სახარება. წიგნი რუმინეთში აღმოჩნდა და მოლაპარაკებების შედეგად შევიძინეთ. მისი პირველადი რესტავრაცია დასრულდა და უკვე შეგვიძლია საზოგადოებას ვამცნოთ ეს ისტორიული ამბავი"- აცხადებს ეროვნული ბილიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

 

 

წყარო - On.ge