18 წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

2019.04.15 13:00:55
18 წლამდე ბორჯღალოსნებმა გერმანია 46:0 დაამარცხეს

18 წლამდე ბორჯღალოსნებმა კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა მეოთხედფინალში გერმანია 46:0 დაამარცხეს.

 

ქართველებმა პირველ ნახევარში 20:0 მოიგეს, მეორე ტაიმში მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა გერმანიას შანსი არ მისცეს. ნახევარფინალში ბორჯღალოსნების მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია.

 

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები, 2015 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალში მუდმივად გადიოდნენ. 2018 წელს კი ფრანგები დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

 

 

წყარო:imedinews