ცხინვალში, 9 მაისის აღლუმზე, რუსი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას

2019.04.15 11:59:33
ცხინვალში, 9 მაისის აღლუმზე, რუსი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები ცხინვალში დაგეგმილ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

 

მათივე განცხადებით, აღლუმში მონაწილეობას რუსული სამხედრო ბაზის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 30-მდე ერთეული მიიღებს. აღლუმისთვის მომზადება უკვე დაწყებულია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მექანიზირებული კოლონის შემადგენლობაში 9 მაისს ცხინვალში, თავისუფლების მოედანზე „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოჩნდება.

 

წყარო - Imedinews.ge