15 აპრილი საქართველოში სიყვარულის დღეა

2019.04.15 11:23:00
15 აპრილი საქართველოში სიყვარულის დღეა

15 აპრილი საქართველოში სიყვარულის დღეა. თავდაპირველად ეს დღე „ვალენტინობის“ ალტერნატივად დაწესდა, თუმცა ქართველი შეყვარებულები სიყვარულის დღეს უკვე წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ.

 

1993 წლის 15 აპრილი ჟურნალისტისა და შოუ - ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით დამტკიცდა. ტრადიციულად ამ დღეს შეყვარებული წყვილები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან. 

 

ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული.