ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

2019.03.23 19:19:25
ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 35 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. 

 

 

 

გარდაცვლილი გივი ხევსურიშვილი სათბურში მეზობელმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

 

 

 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მ 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.