გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელა

2019.03.22 16:40:44
გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელა

"გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დაასახელა. ყოფილი პირველი ლედი მაისში დაგგემილ რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

"ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, რათა ზუგდიდი იყოს პატარა კუნძული, სადაც შეიძლება დაიწყოს ცვლილებები. მსურს, რომ ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. ზუგდიდი გახდება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი", - განაცხადა რულოვსმა.

 

 

მერის რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში მაისში გაიმართება.