ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

2019.03.22 15:15:26
ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.

 

 

 

პაციენტი ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა ის სახლში გაწერეს, რის შემდეგაც პერიტონიტი განვითარდა.

 

 

 

მდგომარეობის დამძიმებისთანავე მელანო ფუტკარაძე კლინიკა „მედცენტრში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა.

 

 

 

რეფერალურ საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი ვერ მივიღეთ.

 

 

 

ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების შემდეგ მელანო ფუტკარაძეს ივლისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი.

 

 

წყარო:პრაიმტაიმი