"მასიურად გადაეწერეთ მთაწმინდაზე საცხოვრებლად" - გირჩის კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს

2019.03.22 14:21:52
"მასიურად გადაეწერეთ მთაწმინდაზე საცხოვრებლად" - გირჩის კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს

გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში ჰერმან საბო იქნება.

"შეიძლება ითქვას, რომ კამპანია, ასე ვთქვათ, დავიწყეთ და ისიც გეცოდინებათ ჩვენზე კარგად, რომ გირჩი გამოირჩევა თავისი არასტანდარტული კამპანიებითა და აქტივობებით და ამ 2 თვის განმავლობაშიც ვეცდებით, რომ სულ რაღაც ისეთი შემოგთავაზოთ, რასაც სხვა პარტიები ვერ მოიფიქრებდნენ ან რაღაც-რაღაცები არ ეყოფოდათ,"- ამბობს საბო.

"გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს 2 რამ მოვუწოდოთ:

1. მთაწმინდელ მხარდამჭერებს მინდა, რომ გამოვეხმაუროთ და თავიანთ სახლებში მოგვცენ უფლება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გირჩის მხარდამჭერები მასიურად მათთან გადაეწერონ;

2. არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ გირჩის Faceebok-გვერდზე მოგვწერონ და მოვახდენთ კოორდინაციას, რომ ისინიც ამ ხალხთან გადაეწერონ მასიურად სახლებში.

ერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას ის არის, რომ ამ 2 თვის განმავლობაში, როდესაც ეს ხალხი გადაწერილი იქნება, კომუნალური გადასახადები, როგორც იცით, ზოგიერთი მათგანი სულადობით ითვლება და გირჩი თავის თავზე იღებს ამ გადასახადებს,"- ამბობს ჰერმან საბო.