8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

2019.03.22 13:37:31
8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

8 წლის ბექა დავითაია, რომელსაც 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.

 

 

 

თავდაპირველად ის ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბექა დავითაია სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.