თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

2019.03.22 12:32:26
თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

საერთაშორისო კვლევით პორტალზე Numbeo გამოქვეყნებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის მოხვდა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით - ძალიან დაბალი (15,64); ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვ.