ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

2019.03.22 11:31:32
ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა.

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს. მისი ფინალისტები ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება, ჯილდოდ კი $1 მილიონი გადაეცემა.