"სტალინის გულისთვის შემიძლია ტანკს შევუვარდე"- ემზარ კვიციანი

2019.03.22 11:10:04
"სტალინის გულისთვის შემიძლია ტანკს შევუვარდე"- ემზარ კვიციანი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, დეპუტატ ემზარ კვიციანს სტალინის ნოსტალგია სტანჯავს.

 

„სტალინი ჩემთვის კი არ იყო, არის კიდევაც გენიოსი, სარდალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში აღიარებულია პირველად. ის არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ისევე, როგორც ეწირებოდნენ სტალინისა და სამშობლოს გულისთვის, ტანკებს უვარდებოდნენ, შემიძლია, ისე შევუვარდე ტანკს იმიტომ, რომ მსოფლიოს გენერალსიმუსებს შორის, ის არის ერთადერთი ქართველი და შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი. ის მართავდა ყველაზე მეტ ადამიანს და ყველაზე სწორად. ის არის ავტოკეფალიის აღმდგენი, ჩვენთან და რუსეთში, რუსეთში, და ბოლოს ის არის ფაშიზმის დამამარცხებელი“, - აცხადებს „მეტრონომთან“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი.

 

 

წყარო:newposts