გირჩმა პარლამენტარებს ყურსასმენები აჩუქა

2019.03.21 15:47:10
გირჩმა პარლამენტარებს ყურსასმენები აჩუქა

"გირჩმა" საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყურსასმენების გაგზავნის იდეა პარტიის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს ჰერმან საბოს ეკუთვნის. ჯაფარიძის განმარტებით, მაჟორიტარები საკუთარ ოლქებში გაჭირვებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს ეხმარებიან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰერმან საბომ, დაეხმაროს პარლამენტს, რომლის უკანა რიგებში მსხდომ დეპუტატებს ხმა კარგად არ ესმით.

წყარო : Imedinews.ge