თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის განცახებას პასუხობს

2019.03.21 15:43:45
თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის განცახებას პასუხობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიმართავს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. თეა წულუკიანმა 20 მარტს ბოკუჩავას დასმული კითხვის პასუხად მედიასთან თქვა, რომ ის "ხშირად უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად ძალიან ლამაზი ქალია".

 

“ მინდა, რაღაც გადავცე ქალბატონ თეა [წულუკიანს]. გუშინ განცხადება გაუკეთებია ირიბი მინიშნებებით ჩემს კომპეტენციაზე. ქალბატონო თეა, მართალია, ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალ რეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, როგორც თქვენ აკეთებდით, თუმცა თქვენ პირადად სამახსოვროდ მინდა, გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი. ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე. ვფიქრობ, რომ ქალი იუსტიციის მინისტრი საქართველოში, სადაც ყოველი მე-7 ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს ” - თინა ბოკუჩავა.

 

21 მარტს კი თეა წულუკიანი თავისი განცხადების გამოსწორებას ეცადა და ბოკუჩავას მიმართა: "მე თქვენზე გუშინ ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება, ვაღიარებ. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას."