რამდენხანს გაგრძელდება სააღდგომო არდადეგები

2019.03.21 14:50:05
რამდენხანს გაგრძელდება სააღდგომო არდადეგები

28 აპ­რილს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის აღ­დგო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე­ე­ბი აპ­რი­ლის თვე­ში 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ის­ვე­ნე­ბენ. ტრა­დი­ცი­უ­ლად უქმე იქ­ნე­ბა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი და აღ­დგო­მის მომ­დევ­ნო ორ­შა­ბა­თი, ანუ 26-29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაგა-ბა­ღებს, რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მოს­წავ­ლე­ე­ბის მსგავ­სად, პა­ტა­რე­ბი და­ის­ვე­ნე­ბენ 26-დან 29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.

"ბა­ღებ­ში და­ვის­ვე­ნებთ იმ უქმე დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც აღ­დგო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს სკო­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს რომ, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბას ბა­ღებ­ში - პა­ტა­რე­ბის­თვის ბაღი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა (ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის) ივ­ლი­სის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი 40 სა­ზა­ფხუ­ლო ბაღი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

 

წყარო - Ambebi.ge