75 წლის მამაკაცი წალენჯიხაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

2019.03.21 13:41:07
75 წლის მამაკაცი წალენჯიხაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ხანზარი ჯერ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა შემდეგ კი მთელს სახლს მოედო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

 

წყარო - Imedinews.ge