+1 ქრომოსომა - მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორის დღეს აღნიშნავს

2019.03.21 13:00:18
+1 ქრომოსომა - მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო დღეს დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც სხვადასხვა ღონისძიება იმართება, სადაც ხდება ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მეტად ინფორმაციულობა. 

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ის გენეტიკური ცვლილებაა და არ არის დაავადება. დაუნის სინდრომიან ბავშვებს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

2013 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, "უთვალავი წინდის" (LOTS OF SOCKS) ტრადია დამკვიდრდა.