3D რუკა მალე თბილისსაც ექნება

2019.03.20 14:22:21
3D რუკა მალე თბილისსაც ექნება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს კახი კალაძემ 3D რუკის შესახებ ისაუბრა, რომელიც მალე თბილისსაც ექნება.

თბილისის მერის თქმით, ამ პროექტის განხორციელებაზე მერიას ინტერესთა გამოხატვა ჰქონდა გამოცხადებული და პირველი მარტიდან კომპანია მუშაობას უკვე შეუდგა. კალაძის თქმით, მუშაობა სავარაუდოდ ივლისში დასრულდება.

კახა კალაძის თქმით, გარდა ამისა, 516 კვადრატულ კილომეტრზე შემუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი - თბილისის ორთოფოტო გეგმა. ჯამში, ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იქნება. "გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განახლება-მოწესრიგება და განსაკუთრებით 3D ფორმატი, სადაც მომხმარებელს ყველაფრის ნახვა შეეძლება", - აღნიშნა კახა კალაძემ.