20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა

2019.03.20 14:13:17
20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, 20 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება და როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, აღნიშნულ დღესასწაულს საქართველოც უერთდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის საელჩოები სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავს.

პროგრამა მოიცავს როგორც სპექტაკლებსა და კონცერტებს ფრანგულენოვანი შემსრულებლებით, ასევე ანიმაციებსა და კინოჩვენებები ბავშვებისთვის, ლიტერატურული შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და საჯარო ლექციებს.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, ტრადიციულად გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. ხოლო გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები.

წყარო : Imedinews.ge