"მასწავლებლების ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე გაიზრდება"

2019.03.20 12:44:04
"მასწავლებლების ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე გაიზრდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პედაგოგის პროფესია მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდეს.

 

 

 

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა "პირისპირ-ის“ ეთერში განაცხადა. "სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის და მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე უფრო მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს, იქნება 1500-დან 1800 ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.