და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა

2019.03.20 12:19:17
და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს, და-ძმას მატარებელი დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, მათთან ერთად მეზობელიც იყო.

გზად ისინი ლიანდაგზე უნდა გადასულიყვნენ, როდესაც ქუთაისი-წყალტუბოს რეისის მატარებელი დაეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად დაშავებული და-ძმა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 10 წლის გოგოს თავის ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, 5 წლის ბიჭს კი თავის ტვინში ჰემატომა აქვს. ექიმის თქმით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

შემთხვევა 19 მარტს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

 

 

წყარო:imedinews