"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ"

2019.03.19 14:07:14
 "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ"

17 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს შეხვდა და 22:6 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთმა რუსმა მორაგბემ, სოციალურ ქსელში  გამოაქყვეყნა ფოტო, სადაც სახეზე დაზიანება აშკარად ეტყობა. ფოტო გადაღებულია საავადმყოფოში.

ქართველ გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ ეს ფაქტი. მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტო და სახალისო კომენტარიც დაურთეს თან: "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ".