პრეზიდენტი დღეს ქვემო ქართლს ეწვევა

2019.03.19 11:52:22
პრეზიდენტი დღეს ქვემო ქართლს ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლს ეწვევა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.