ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აკრძალულია კობი - გუდაურის საავტომობილო გზაზე

2019.03.18 16:03:47
ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით აკრძალულია კობი - გუდაურის საავტომობილო გზაზე

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის ცნობით, მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით.

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს", - ამბობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 

 

წყარო - Imedinews.ge