„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ იწყება

2019.03.18 15:33:34
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ იწყება

დღეიდან 29 მარტის ჩათვლით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” ჩატარდება.

წვრთნაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 24 წევრი და პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ნატო-საქართველოს სწავლებაში 350-ზე მეტი სამხედრო ჩაერთვება.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სწავლებაა. 25 მარტს კი, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის სამხედრო კომიტეტთან ერთად ეწვევა.