ზუგდიდის მერის არჩევნებში ნაციონალებსა და „ევროპულ საქართველოს“ საერთო კანდიდატი ეყოლებათ

2019.03.18 15:08:50
ზუგდიდის მერის არჩევნებში ნაციონალებსა და „ევროპულ საქართველოს“ საერთო კანდიდატი ეყოლებათ

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ზუგდიდის მერის არჩევნებში საერთო კანდიდატ ნიკა მელიას აყენებს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ დადასტურებულა.

 

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებას მიაღწიეს, როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საერთო კანდიდატით გავლენ.

როგორც კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, დიალოგი ყველა ოპოზიციურ ძალასთან მიმდინარეობს, იმისათვის, რომ თითოეულ რაიონში, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, ოპოზიციის კვოტით მხოლოდ თითო კანდიდატი იყოს წარდგენილი.