Newsweek - ის სტატია საქართველოს შესახებ

2019.03.18 14:39:08
Newsweek - ის სტატია საქართველოს შესახებ

 

Newsweek-ის სტატიის მიხედვით "საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბია".

2019 წლის ტურისტულ ზონებად ყველაზე მოთხოვნად ქალაქებ შორის არა მხოლოდ თბილისი და ბათუმი, არამედ წინანდალიც შედის. წინანდალი დიდი ხნის განმავლობაში ღვინის კულტყურის სამშობლოდ იყო აღიარებული და ალექსანდრე დიუმამ მას "სამოთხის ბაღიც" კი უწოდა. 

სტატიაში ენოლოგ ენდრიუ ჯეფორდის ციტატაცაა გამოყენებული, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8000 წლის წინ შემუშავებული ღვინის დაყენების ტრადიციას დღესაც იყენებენ. 

ავტორის თქმითვე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შესაძლოა გაერომ წინანდალი კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად აღიაროს. 

ავტორის რჩევებით, ტურისტებმა ნარიყალა უნდა მოინახულონ და, ასევე, "თბილისელებივით მოქცევა" უნდა დაიწყონ. განსაკუთრებით კი ურჩევს, აუცილებლად წავიდნენ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე გოგირდის აბანოებში.