საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარია

2019.03.18 14:24:02
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარია

საქსტატის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 61,1 ლარითაა გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1202 ლარს შეადგენს.

ხელფასები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა.

საქსტატმა ასევე გამოქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით 2018 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასებს შორის გენდერული განსხვავება 562.5 ლარს შეადგენდა.

საშუალოდ, მამაკაცების საშუალო ხელფასი 1468.5, ხოლო ქალების 906 ლარი იყო. მამაკაცების შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 81,1 ლარი შეადგინა, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი 46,5 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცების ხელფასი ქალებისაზე თითქმის ყველა სექტორში მეტი იყო.