მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილ ლეკვებს პატრონმა მიაკითხა

2019.03.18 11:35:01
მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილ ლეკვებს პატრონმა მიაკითხა

მეხანძრე-მაშველებმა წუხელ დიდ დიღომში, ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, მათი  სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაყვანა სურდათ. თუმცა დღეს უწყების პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ლეკვებს პატრონმა მიაკითხა და წაიყვანა.

 

 

 

"დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ“, - წერს ფეიქრიშვილი.

 

 

 

დიდ დიღომში, "ტექნო მიქსის" ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.