აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირს მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალავენ

2019.03.17 13:53:25
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირს მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალავენ

აფხაზეთში, 1993 წლის 24 სექტემბერს დაღუპულ თამაზ ტყეშელაშვილს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში ხვალ დაკრძალავენ.

მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ მშობლიურ სახლში გადაასვენეს, სადაც მას დედა ფოთოლა ტყეშელაშვილი ელოდებოდა.

 

“მე დღეს ბედნიერი დედა ვარ, თუ ამას ბედნიერება ჰქვია. 26 წელია ველოდი შვილს, ჩემს თამაზის, და ისიც დამიბრუნდა. სიზმარი ვნახე თითქოს ერთი ფეხით შემოვიდა სახლში, ისეთივე როგორიც ომში გავაცილე, სამხედრო ფორმით. ამ სიზმრიდან მეორე დღეს მირეკვენ და მეუბნებიან, რომ თამაზის საფლავი იპოვეს”, – განაცხადა გადმოსვენებული მეომრის დედამ, ფოთოლა ტყეშელაშვილმა.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხდა, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. 1993 წელს დაღუპულ თამაზ ტყეშელაშვილს დღეს, 17 მარტს, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

 

წყარო - Primetime.ge