მოსწავლეების მიერ, სკოლაში განხორციელებულმა სროლამ, ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი იმსხვერპლა

2019.03.14 11:55:15
მოსწავლეების მიერ, სკოლაში განხორციელებულმა სროლამ, ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი იმსხვერპლა

Reuters- ის ინფორმაციით, ბრაზილიის, ქალაქ სან-პაულუს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

 

სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიჭრა.

 

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან,რომლებმაც მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

 

 

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ თავდასხმის დროს სკოლაში მხოლოდ მაღალი კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მსხვერპლთა შორის არიან მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც.

 

 

13 მარტს ორმა მოზარდმა სან-პაულუს სკოლაში ცეცხლი გახსნა.

 

 

წყარო:pia