წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

2019.03.04 11:21:39
წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაღუპულები 18, 20 და 23 წლის ბიჭები არიან - გაგა ლაშქარიშვილი, გიორგი იაშაღაშვილი და გიო თათარაშვილი.

 

 

 

ახალგაზრდები დაბადების დღიდან წავკისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

 

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

 

 

 

 

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ კი ის კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა.

 

 

 

ავტომობილს 18 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა. სავარაუდოდ ის არაფხიზელ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა. 

 

 

 

სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.