ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას მმკ ესწრება და "სოდომის პროპაგანდას" აპროტესტებს

2019.02.11 13:08:30
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას მმკ ესწრება და "სოდომის პროპაგანდას" აპროტესტებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ესწრებიან.

ისინი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო პაკეტის მხარდასაჭერად მივიდნენ.

კვიციანის ინიციატივით, რვა კანონიდან ტერმინები - “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა“ უნდა ამოიღონ. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები პარლამენტის შენობასთანაც მართავენ აქციას და "სოდომის პროპაგანდას" აპროტესტებენ. ისინი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ "პარლამენტს მამათმავლები კურირებენ".