გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო

2019.02.11 12:29:50
გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო

ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება.

გოგამ ტრავმა ბელგრადში “პარტიზანთან” მატჩის დროს მიიღო. ქართველმა მომხდარის გამო პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ დროში ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა.

“ბუდუჩნოსტმა” მატჩი 67:76 წააგო. ქართველის გუნდი 13 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს სწორედ “პარტიზანთან” ინაწილებს. შემდეგ ტურში, 4 მარტს, “ბუდუჩნოსტი” პოდგორიცაში “ხორვატულ “ზადარს” უმასპინძლებს.