ნასვამმა მამაკაცმა ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემა

2019.02.11 11:23:08
ნასვამმა მამაკაცმა ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემა

გვიან ღამით, ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშ იმყოფებოდა, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

 

ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

 

 

 

დაზარალებულის განცხადებით, მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟმა მალევე დააკავა.