ღორის გრიპის გამო საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დაკეტა

2019.01.11 12:24:23
ღორის გრიპის გამო საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დაკეტა

ენგურის ხიდი დღეს დილიდან ცალმხრივად ჩაკეტილია. აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში არავის უშვებენ, მხოლოდ ზუგდიდიდან იმ პირებს ატარებენ, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ.

მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

 

 

ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ. რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით უცნობია.