" ჩემი შვილი 1 იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა"- შვილმკვდარი დედა დახმარებას ითხოვს

2019.01.09 12:26:10
" ჩემი შვილი 1 იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა"- შვილმკვდარი დედა დახმარებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ემიგრანტთა იმედის ხელმღვანელის შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წერილს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ემიგრანტ დედას, შვილი ისრაელში ქართველმა ქალმა მოუკლა და ოჯახს იმის საშუალება არ აქვს სამშობლოში ცხედარი გადმოასვენონ.

 

"შვილი მოუკლეს ემიგრანტს ისრაელში...

მოგესალმებით ბატონო შოთა. მე ისრაელში ვარ ემიგრანტი, გამწარებულ დედა გწერთ და გაწუხებთ. ჩემი შვილი 1 იანვარს მომიკლა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა. ასე გაგვამწარა საახალწლოდ. ჩემი შვილი დანით დამისერა. ვინაიდან იმის თანხა არ მქონდა, რომ ჩემი შვილი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრძალეთ.

მინდა გადმოვასვენო სამშობლოში. ძალიან მიჭირს თხოვნა ბატონო შოთა. მე თვითონ ლეიკემიით ვარ ავად, მესამე სტადიაში, მაგრამ არასოდეს არ მითხოვია არაფერი. ერთი თხოვნა მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ ჩემი შვილი საქართველოში გადმოვასვენო. უფალს ვთხოვ ეს სურვილი შემისრულდეს. გამწარებული დედა ვარ. შვილმკვდარი დედა გთხოვთ დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო."

ემიგრანტი დედა კატერინა წიკლაური

 

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”

 

შვილო მიშიკო შენ მოგიკვდეს დედაა შვილო. როგორ უნდა მიგაბარო შვილო ცივ მიწას ჩემო ტანჯვით გაზრდილოო შვილო. ჩემო ჭკვიანოო და ალალო შვილო. ვაიმეეე რა მწარე ყოფილა შვილის სიკვდილი. მიშიკო დედი წმინდა მიწას უნდა მიგაბარო დღეს შვალოო. ღვთისშობელს ჩავაბარებ შენს თავს მიშოოო მეც მალე მოვალ დედი ჩაგეხუტები შვილო და გაგათბობ ჩემოო ალალო და უბოროტოო ვაჟკაცოო. მოგიკვდეს დედაა" - წერს ემიგრანტი ქალი.