ნადირობისას 20 წლის ბიჭი დაიღუპა

2018.12.06 12:49:06
ნადირობისას 20 წლის ბიჭი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის დაბა აკარმარაში ნადირობისას 20 წლის კაცი დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

 

 

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს ნადირობისას საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

 

 

ამავე ინფორმაციით, მეთევზეთა და მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელის თემურ წვიჟბას თქმით, ნადირობის ყველა სახეობას უსაფრთხოების საკუთარი წესები აქვს, რასაც მოსახლეობის ნაწილი არ იცავს.

 

 

წვიჟბას განმარტებით, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში 11 ათას ადამიანს აქვს „რესპუბლიკის მონადირეთა კავშირის მიერ გაცემული ბილეთი, თუმცა, დაახლოებით, ამდენივე, სავარაუდოდ, დაურეგისტრირებლად გადის სანადიროდ ან სათევზაოდ".