ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ

2018.12.05 12:51:38
 ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა , გიორგი რურუა ფეისბუკზე ავრცელებს.

 

 

მის ცნობით, ნიკა რურუას პანაშვიდი 5 დეკემბერს, ზანდუკელის 21 ნომერში გაიმართება. 6 დეკემბერს, 11 საათზე კი ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ, დაკრძალვა 15:00 საათზე ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან მოხდება.

 

ნიკა რურუას ცხედარი, გვიან ღამით ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.