ბათუმში 30-მდე დევნილმა ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა

2018.12.04 11:26:43
ბათუმში 30-მდე დევნილმა ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში 30-მდე ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა. თვითნებურად შეჭრილების განცხადებით, ისინი არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები. საცხოვრებელი წლებია არა აქვთ და ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. ისინი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

 

"იმედინიუსის" ცნობით, აღნიშულმა ოჯახებმა ერთი თვის წინ იგივე შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა უკანვე გამოასახლეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი შეჭრა სცადეს, თუმცა მაშინ შენობის დაკავების საშუალება მათ არ მისცეს.

 

წყარო:alia