ნინოწმინდაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2018.12.03 17:01:12
ნინოწმინდაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.

 

"კაცი მოკლეს, ჯერ სხვა არაფერი ვიცი, იმდენი პოლიციის მანქანაა ახლოს ვერ მივდივარ. ახლა მოვედი სოფელში“, - ამბობს სოფელ ფოკის რწმუნებული ვაჩაგან ალვანჯიანი. 

 

მკვლელობის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.