რუსთაველებს პედოფილი სხვა ადამიანში შეეშალათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

2018.11.08 19:35:10
რუსთაველებს პედოფილი სხვა ადამიანში შეეშალათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 60 წლამდე ასაკის კაცი 15 წლის გოგოს ადევნებაში და თვალთვალში შეამჩნიეს.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ადგილობრივებმა სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩასაფრება მოუწყეს, ხოლო როდესაც კაცმა გოგოსთან დაახლოება სცადა, გადაწყვიტეს რომ მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. კაცი გაიქცა, მოსახლეობას დამნაშავე სხვა კაცში შეეშალა და სცემეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაცემი კაცი დამნაშავე არ ყოფილა, ეჭვმიტანილმა კი შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და მიიმალა.

 

მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ძალიან შეშინებულები არიან, ბავშვებს არათუ საღამოს საათებში, დღის საათებშიც კი ვერ უშვებენ დამოუკიდებლად გარეთ.

 

5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგოს 50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ, კაცი გოგოს აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.