რუსთავი-თბილისის ავტობანზე სამარშუტო ტაქსი ცეცხლშია გახვეული

2018.11.08 17:01:42
რუსთავი-თბილისის ავტობანზე სამარშუტო ტაქსი ცეცხლშია გახვეული

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მინივენს ცეცხლი უკიდია. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია შემთხვევა.

 ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.